გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სუვერენიტეტი ახლა საფრთხეშია, პირდაპირ ემუქრებიან ვასალური, მონური დამოკიდებულებით
საქართველოს სუვერენიტეტს ახლა აქვს საფრთხე, სადაც პირდაპირ ემუქრებიან ვასალური, მონური დამოკიდებულებით, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი აქტორები და პოლიტიკური ოპოზიცია, სამწუხაროდ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დამარცხდეს, რომელიც დაუფარავად ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს. მათ დაუფარავად ხელთ უპყრიათ ლგბტ დროშა და ამას არ თაკილობენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი მიმდინარეობა არ ემიჯნება ვენეციის კომისიის ოფიციალურ დასკვნას, სადაც პირდაპირ გვთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას კონსტიტუციის დონეზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.