იელოუსტონის პარკში მოულოდნელად გეიზერი ამოიფრქვა - ამოფრქვევის დროს პარკში ტურისტები იმყოფებოდნენ (ვიდეო)
იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მიწისქვეშა ჰიდროთერმული აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში ტურისტები იმყოფებოდნენ. ორთქლისა და ნამსხვრევების უზარმაზარი შავი ღრუბელი ათობით მეტრის სიმაღლეზე გაიფრქვა. თავზარდაცემული მოქალაქეები კი გაქცევას ცდილობდნენ.
აფეთქება ეროვნული პარკის ე.წ. შავი ალმასის აუზის მახლობლად მოხდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, ამოფრქვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც ავტოსადგომი და ბილიკები, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიკეტა.
USGS-ის განცხადებით, ასეთი აფეთქებები მაშინ ხდება, "როდესაც მიწისქვეშ წყალი უცებ ორთქლდება".