თეგებით ძიება
24. 07. 2024 მსოფლიო

მოსკოვში ევროპის მოედანს სახელი გადაარქვეს და ევრაზიის მოედანი უწოდეს

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, მას ევრაზიის მოედანი ეწოდა. BBC წერს, რომ მერიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებული არაა მოდენისთვის სახელის გადარქმევის მზეზი. ის 2002 წელს რუსეთისა და ბელგიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

გასულ წელს მოედანზე ბიძებიდან ჩამოხსნეს ევროპის 48 ქვეყნის დროშა, რომლებიც იქ ეკიდა მოდენის გახსნის შემდეგ. 

2002 წელს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა მოედნის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "ეს არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი ახორციელებს და ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიყოთ ევროპასთან, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა