რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი რუსეთში ექსტრადირება, ბორნტიკოვმა უპასუხა, „ვმუშაობთ თურქებთან, ვმუშაობთ. მაგრამ ვნახოთ“.
პარალელურად თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთს მოქალაქე, ევგენი სერებრიაკოვი.
რუსული მედიის ცნობით, ანდრეი ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა, მას ფეხი აქვს მოწყვეტილი.
მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.