როცა ქვეყნის საჭიროებაა, იქ ჩემი პირადი ამბები არის გადასული მეორე ხაზზე - მამუკა ხაზარაძე
„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“. მისი თქმით, "როცა ქვეყნის საჭიროებაზეა" საუბარი, მისი პირადი ამბები მეორე პლანზეა გადასული.
მე და ალეკომ გუშინ ჩამოვართვით ხელი, მე ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და როცა ქვეყნის საჭიროებაა იქ ჩემი პირადი ამბები არის გადასული მეორე ხაზზე. რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას ეს იქნება ჩვენი ახალი პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს ხანში ამ გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ.
მე გეტყვით თბილისურად, ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია, მაგრამ მერე დავმეგობრებულვარ ადამიანებს როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო" - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.