საქართველოს პრორუსულმა მარიონეტულმა მთავრობამ დაიწყო რეპრესიები უკრაინისთვის მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ - გონჩარენკო
საქართველოს პრორუსულმა მარიონეტულმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო რეპრესიები უკრაინისთვის მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ - წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და ქართველი მებრძოლების სუს-ში მასიურად დაბარებას ეხმაურება:
"...ყველა ეს ეჭვი და დაკითხვა ექსკლუზიურად პოლიტიკური ხასიათისაა. მათ არ აქვთ რეალური მტკიცებულებები.
მთელი პრობლემა ისაა, რომ ისინი უკრაინას იცავდნენ და მოსკოვს ეს ძალიან არ მოსწონს...." წერს გონჩარენკო.