მე ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება - ჰილარი კლინტონი კამალა ჰარისზე
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება შეუძლია.
„ის ნიჭიერი და გამოცდილია და მზად არის იყოს პრეზიდენტი. მე ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
ჰილარი კლინტონმა ასევე შეაქო ჯო ბაიდენი და საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ მისი გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „პატრიოტიზმის აქტი“.