თეგებით ძიება
24. 07. 2024 მსოფლიო

უსაფრთხოების მიზნით, ისრაელის პრეზიდენტი თვითმფრინავში 40 წუთით დააყოვნეს - რა დაინახა უსაფრთხოების სამსახურმა სახლის სახურავზე?

პარიზში ჩაფრენის შემდეგ, აეროპორტის დაცვის წარმომადგენლებმა ისრაელის დელეგაცია, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს.

ისრაელის დელეგაცია პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ჩავიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, დელეგაციას 40 წუთის განმავლობაში არ მისცეს უფლება, თვითმფრინავიდან ჩამოსულიყვნენ, თუმცა პრეზიდენტმა უკვე დატოვა აეროპორტის ტერიტორია და დანიშნულების ადგილზე მივიდა.

ისრაელის მედია ირწმუნება, რომ თვითმფრინავის დაშვებისას უსაფრთხოების სამსახურმა ახლოსმდებარე სახლის სახურავზე საეჭვო პირი შენიშნა.

ოლიმპიური თამაშების გამო, პარიზში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ისრაელის შემთხვევაში კი, ეს ზომები ისრაელ-ღაზას შორის მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო გამკაცრებულია.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა