ავიაკატასტროფას ნეპალში მხოლოდ პილოტი გადაურჩა
18 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში. შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი, პილოტი, გადაურჩა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი კატმანდუდან ცნობილ ტურისტულ ქალაქ ფოხარას მიმართულებით მიფრინავდა.
თვითმფრინავი Bombardier-ი ადგილობრივ ავიაკომპანიას, Saurya Airlines-ს ეკუთვნოდა.
მომხდარი კატასტროფის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.