თეგებით ძიება

ისეთ რამეზე საუბრობს სუსი, რომ ფაქტები უნდა დადოს.. პირადად მე არანაირად არ მჯერა - ზვიად ძიძიგური

ისეთ რამეზე საუბრობს სუსი, რომ ფაქტები უნდა დადოს - „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სუს-ის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ისეთ რამეზე საუბრობს სუსი, რომ ფაქტები უნდა დადოს. აქ ხომ საუბარი იმაზე არაა, რომ ვიღაცას კურდღლის მოკვლა უნდა ნადირობისას. თუ გრიფით საიდუმლოა, მაშინ რაღას ლაპარაკობენ, რომ ამ საქმეს იძიებენ? თუ არ არის გრიფით საიდუმლო და საჯაროა ინფორმაცია, მაშინ ფაქტები დადონ, რა ფაქტებზეა დაყრდნობილი და მაშინ დაიჯერებს ან არ დაიჯერებს ხალხი. ამ წუთას ჰაერში კიდია მითოსის ჟანრის ბრალდება.

სუსი დებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და არანაირ ფაქტებს არ დებს, რატომ გააკეთეს? შეიძლება უნდათ გაამყარონ თავიანთი სქემა, რომ გლობალური ომის პარტია, რომელმაც ტრამპს ესროლა,ფიცოს ესროლა და ახლა ბიძინასაც ესვრიან. ამ ყველაფერს შეიძლება პოლიტიკური ამოცანა ჰქონდეს. ხელისუფლებას მივმართავ, თუ გინდათ, რომ ხალხმა დაიჯეროს, ფაქტები დადეთ, რომელიც იმას დაადასტურებს, რასაც ლაპარაკობთ. ამომრჩეველზე სამუშაოდ გაკეთებული თემაა, შეიძლება ეს იყოს გლობალური ომის პარტიის არსებობის დასადასტურებლად, რომ ისინი ესვრის ყველას, ვინც არ ემორჩილება. პირადად მე არანაირად არ მჯერა. “, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა