თეგებით ძიება

ექიმების მხრიდან შესაბამისი მზაობის შემთხვევაში სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი - რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, როგორც კი ექიმების მხრიდან შესაბამისი მზაობა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რა თქმა უნდა, ახდენენ ექიმები. ჩვენ შეგვიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ექიმების მხრიდან როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან პრინციპი არის ძალიან მარტივი, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა, ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა