თეგებით ძიება
25. 07. 2024 მსოფლიო

ირინა ფარიონის მკვლელი დაკავებულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქალაქ დნიპროში ქვეყნის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის ირინა ფარიონის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ახლახან მამცნო, რომ დნიპროში ირინა ფარიონის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. დაკავების ოპერაცია მარტივი არ იყო. მკვლელობის გახსნაზე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურის და სხვა სამსახურების ასეულობით სპეციალისტი მუშაობდა“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დაკავებული 18 წლის ბიჭია. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზები.

ფარიონი 19 ივლისს ლვოვში მოკლეს. უცნობმა პირმა მას მის საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა. ფარიონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირინა ფარიონი უკრაინის მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო 2012-2014 წლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა