ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს მიკროავტობუსების მძღოლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
„გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გაშუქების გამო, ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – მომხდარის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას „TV მონიტორინგი“ ავრცელებს.
მედიაკომპანიის ინფორმაციით, „მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადეს“.
„ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით 154-ე მუხლი ისჯება.
ცნობისთვის, შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში, 23 ივლისს გავიდა“, – აღნიშნულია „TV მონიტორინგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, „ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი გამოკითხვაზეა დაბარებული.