არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას - კამალა ჰარისი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.
„ამ არჩევნებში თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: რა ქვეყანაში გვსურს ცხოვრება? არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა“, - აცხადებს კამალა ჰარისი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას. [...] ჩვენ ვირჩევთ მომავალს, სადაც კანონზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ამისთვის. რადგან როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, - დასძინა მან.