თეგებით ძიება
25. 07. 2024 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო - რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინა ახლა იტანჯება იარაღის დეფიციტით, ომის დაღლილობით და სამხედრო პერსონალის შემცირებით.

„ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო და პოლონეთი ეხმარება უკრაინას ამ ხალხის მომზადებაში სამხედრო სამსახურისთვის“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის დახმარების გაწევა, რათა მან შეძლოს მოლაპარაკება მშვიდობის შესახებ. მშვიდობა, რომელიც იქნება სტაბილური და არ იქნება პაუზა რუსეთის ხელახალი შეიარაღებისთვის“, - დასძინა მან.

იმედინიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა