ვხედავ შესაძლებლობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიაში შეასრულოს უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი - გიგი უგულავა
„ვხედავ შესაძლებლობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიაში შეასრულოს უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი,“ - გიგი უგულავამ „რეაქციაში“ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დასახელებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის დასახელება მოხდება, ის კამპანიას ჩაატარებს, მაგრამ საპრეზიდენტო ბიულეტინი აღარ იქნება.
მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია, შედარებით ფრაგმენტირებულ გარემოში, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მისი საქმიანობის მიმართ, მეც კი ვხედავ შესაძლებლობას, საქართველოს ისტორიაში შეასრულოს უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი. ეს სამი თვე უმნიშვნელოვანესი პერიოდია.
მე მომხრე ვარ იმ იდეის, რომ პარტიებთან შეთანხმებით პროფესიული მთავრობა დაეკომპლექტებინა და წარედგინა. ეს იქნებოდა საერთო გამაერთიანებელი ნაწილი და თუნდაც პარტიებს ჰყოლოდათ პრემიერობის კანდიდატები, იქნებოდა შეჯიბრებითობის პრინციპი. ჩვენ გვექნებოდა ერთობის და განსხვავების კომპონენტი," - ამბობს უგულავა.