თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის მხარდაჭერისთვის.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო“, - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დაწყების წინ.