თეგებით ძიება

იქნებ სითბური დრონი გქონდეთ და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის - დაკარგული ბიჭების ახლობელი მიმართვას ავრცელებს

მეხუთე დღეა სვანეთის ტყეში გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ. ახალგაზრდების ახლობელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას თხოვს.

გამარჯობათ მეგობრებო 2700  მეგობარი მყავს აქ  და ყველას დახმარება მჭირდება სასწრაფოდ გთხოვთ🙏 თუნდაც   უბრალოდ გაკითხვით,  ინფორმაციის გადაცემით. მჭირდება ადამიანები, დრონებით  მოხალისე თუ დაქირავებული. იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რო აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არი ... 5 დღეა  დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღისწინ  მოახერხეს  დაკავშირება  და და მესიჯის გამოგზავნა, რო დაიკარგნენ  ტყეში . გადადიოდნე  ლენტეხში ზემო სვანეთიდან .  ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და  არის იმედები,  რო ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ  .  თუვინმეს შეგიძლიათ დახმარება  ძაან გთხოვთ  დაგვეხმარეთ ძებნაში - წერს დათოო ფარჯიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა