თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომელმაც მილიარდები საკუთარი ბიზნესის გარეშე, ხელფასით დააგროვა?

თუ ვინმე გეუბნებათ, რომ საკუთარი ბიზნესის გარეშე, ხელფასით მილიონების შოვნა შეუძლებელია, არ დაუჯეროთ. ადამიანს, რომელიც Forbes-ის სიაში მე-11 ადგილზეა და ათობით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, საკუთარი ბიზნესი არასოდეს ჰქონია.. 

სტივ ბალმერი დეტროიტში, ხელმოკლე ბელორუსი ემიგრანტის ოჯახში გაიზარდა. 1973 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მილიარდერმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა. მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა მალე შენიშნეს, რომ ბიჭუნას გამჭრიახი გონება და უშრეტი ენერგია ჰქონდა.

Когда кто-то утверждает, что наемная работа не может принести большого достатка, не следует верить таким словам.-2

ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში  ბალმერი არა მარტო აკადემიური მოსწრებით, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობითაც გამოირჩეოდა. ბიზნეს სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი სასწავლებლის ორ გაზეთში წერილებს აქვეყნებდა და სოციალურ ღონისძიებებზე აქტიურობდა. სწორედ ბიზნეს სკოლაში სწავლის დროს გაიცნო სტივ ბალმერმა ბილ გეიტსი, რომელიც იმავე კურსზე სწავლობდა. 

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის წაჩინებით დამთავრების შემდეგ მომავალმა მილიარდერმა მუშაობა საერთაშორისო კორპორაცია Procter & Gamble-ში დაიწყო. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა და პერსპექტიულმა სპეციალისტმა კომპანია დატოვა, რომ სწავლა სტენფორდის ბიზნეს სკოლაში გააგრძელებინა..

პირველი მილიარდი 

სტენფორდის ბიზნეს სკოლის პირველი კურსის დასრულების შემდეგ, სტივმა სამსახურის ძებნა დაიწყო და არჩევანი ბილ გეიტსის „მაიკროსოფტზე“ შეაჩერა. მის მოვალეობაში იურიდიული და საბუღალტრო საკითხების მოგვარება და ადამიანური რესურსები შედიოდა. ბილ გეითსის კომპანიაში ბალმერის წლიური ანაზღაურება 50 000 დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ხელფასად ითვლებოდა. ხელფასის ნაწილს ბალმერი მაიკროსოფტის აქციებში აბანდებდა. 1993 წელს ის ისტორიაში პირველი თვითდასაქმებული მილიარდერი გახდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მსოფლიოში კიდევ რამდენიმე „დაქირავებული მილიარდერი“ გაჩნდა, მაგრამ ბალმერი მათ შორის ყველაზე მდიდარია.

Билл Гейтс и Стив Балмер

საინტერესო ფაქტი - სტივ ბალმერი „მაიკროსოფტის“ უმსხვილესი კერძო აქციონერი გახდა და აქციების რაოდენობით კომპანიის მფლობელს, ბილ გეიტსს გაასწრო.

2000 წელს ბალმერი Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.  ამ დღიდან კომპანიის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, მაგრამ საკამათო პერიოდი იწყება - „მაიკროსოფტმა“ ბევრი ახალი საიტი აითვისა, ახალი პროდუქტები შექმნა და უზარმაზარი მოგება მიიღო. ბალმერის ხელმძღვანელობით სათამაშო კონსოლი Xbox შეიქმნა, რომელმაც PlayStation-ს მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია, გარდა ამისა, კომპანიამ შეიძინა Skype და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები დანერგა. „მაიკროსოფტის“ ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა Windows და Office, გაყიდვების რეკორდი დაამყარეს.

Билл Гейтс и Стив Балмер

მეორეს მხრივ, სტივმა მისი მმართველობის დროს გარკვეული შეცდომები დაუშვა. ასეთი შეცდომების რიცხვს მიეკუთვნებოდა Windows Phone, რომელმაც ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. გარდა ამისა, სტივის მმართველბის დროს, „მაიკროსოფტმა“ სხვადასხვა უსარგებლო კომპანიის შეძენაში მილიარდობით დოლარი გადაიხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბალმერის ხელმძღვანელობის დროს კომპანიის მოგება სამჯერ გაიზარდა. 

2014 წელს სტივ ბალმერმა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებს ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. ზოგადად, სტივი კომპანიის სხვა  მშვიდი და გაწონასწორებული მენეჯერებისგან განსხვავდებოდა. მაგალითად,  მას შეეძლო საოპერაციო სისტემა Linux სიმსივნურ წარმონაქმნად მოეხსენიებინა ან კომპანია Google-ს განადგურებით დამუქრებოდა და კედლისთვის სკამი ესროლა, თუმცა თანამშრომლები აღნიშნავდნენ რომ ის ყველაზე შროომისმოყვარე და დისციპლინირებული ადამიანი იყო.

Когда кто-то утверждает, что наемная работа не может принести большого достатка, не следует верить таким словам.-6

„მაიკროსოფტის“ დატოვების შემდეგ, სტივის ქონება 22 მლნ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 2 მილიარდით NBA-ს  კალათბურთის  გუნდი Los Angeles Clippers შეიძინა. 

ახალი მფლობელის მოსვლით კლუბში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გუნდმა სეზონი საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა. დღეს „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ არა მარტო პლეი ოფშია, არამედ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ბალმერი კი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტული გუნდის მფლობელია!

2015 წლიდან ბალმერი აქტიურ ბიზნესში აღარ არის, ძირითადად ქველმოქმედებითაა დაკავებული. დღეს მისი ქონება 91 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და ის სიმდიდრით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა.

Los Angeles Clippers


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა