თეგებით ძიება
26. 07. 2024 მსოფლიო

კულება: მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად, მან მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, არამედ მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის.

როგორც კულებამ აღნიშნა, გამართულ მოლაპარაკებებში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პუქტი არის ის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„მე ვისაუბრე სამართლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე და არა ნებისმიერი მშვიდობის. და ჩემმა ჩინელმა კოლეგამ თავად დაამატა, რომ ეს ეხება სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, ჩვენ ვამბობთ მუდმივად, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი - გრძელვადიანი და სამართლიანი. ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა