თეგებით ძიება
26. 07. 2024 მსოფლიო

უნგრეთმა ჩინეთის ბანკებიდან რეკორდული, 1 მილიარდი ევრო ისესხა

უნგრეთმა 2024 წლის გაზაფხულზე სამი ჩინური ბანკიდან 1 მილიარდი ევრო ისესხა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სესხი გახდა.

ამის შესახებ Politico წერს.

ჩინეთის განვითარების ბანკის, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ჩინეთის ბანკის უნგრეთის ფილიალის მიერ გაცემული სესხი უნგრეთმა სრულად გამოიყენა და სამი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

თავად ბუდაპეშტმა არ გამოაცხადა შეთანხმება, ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

"სესხის ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, იძლევა ინვესტიციების დაფინანსების საშუალებას ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ სექტორში. შეთანხმება საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 28.9%-ის ფარგლებში," - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებას სესხის სხვა დეტალები, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის გრაფიკი არ გამოუქვეყნებია.

უნგრეთის სახელმწიფო ვალის რეკორდული ზრდის ფონზე - 140 მილიარდ ევრომდე (მშპ-ს 73.5%), ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6.7%-ია, პარალელურად ბრიუსელთან კონფლიქტის გამო უნგრეთისთვის ევროკავშირის ფონდების ნაწილი დაბლოკილია.

ამავდროულად, ბუდაპეშტი აქტიურად უახლოვდება პეკინს, რასაც მოწმობს მაისში სი ძინფინგის ვიზიტი უნგრეთში, რომლის დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს უამრავ შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა