თეგებით ძიება

მეუფე იაკობი: თუ გინდა ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფები მოიშორო, უნდა ეძახო რუსი. მთავარია შენ უწოდო და იმან იმართლოს თავი, ასეა საუბარი

თუ გინდა ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფები მოიშორო, უნდა უძახო რუსი. მთავარია შენ უწოდო და იმან იმართლოს თავიო, ასეა საუბარი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

„ეს გამოსვლები რამდენი ხანი გაგრძელდა იცით და რა მივიღეთ საბოლოოდ? მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი პროგრამა გაუჩერდა სახელმწიფოს და გადაეცა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიებს. გაიმარჯვა საქართველომ ამით? როდესაც გადაწყვიტეს ჯარისთვის ფული არ მიეცათ და იმ ფულით დაეფინანსებინათ კონკრეტული არასამთავრობოები და კონკრეტული მედია საშუალებები. რომელიმემ პროტესტი გამოთქვა?

ეს ნიშნავს იმას, რისთვისაც დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ ეს აქტიურობა. პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არიან, მათზეა მიბმული რაღაც ნაწილი. ჩემი აზრით, ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები. საბოლოო შედეგი რა მივიღეთ? საქართველოს სახელმწიფოს ბევრი რამე გაუყინეს და აძლევენ სამოქალაქო საზოგადოებას და ტელევიზიებს, ვინც დაუკვეთა უცხოეთს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა გადაცემა„იმედი LIVE“- ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა