თეგებით ძიება
26. 07. 2024 ვიდეო

"ბოლო წერტილი სადაც დაფიქსირდა, სატელეფონო ზარი განხორციელდა, არის ლენტეხის მხარე“ - კადრები სვანეთიდან, სადაც 2 ახალგაზრდას ეძებენ

სვანეთში ორ ახალგაზრდა კაცს ამ დრომდე ეძებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

გიორგი და გოგიტა გვიჩიანების ახლობელი ანა წერედიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაშველების ნაწილი ზემო სვანეთიდან მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძეც. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება მანამ, სანამ მაშველები კონკრეტულ შედეგამდე არ გავლენ. 

"დილიდან, 06:30 საათიდან ჩართულია ვერტმფრენი. რაჭისა და მესტიის სამაშველო სამსახური, მოსახლეობა - ყველა წასულია, შედეგი სანამ არ დადგება, არავინ გაჩერდება. ბოლო წერტილი სადაც დაფიქსირდა, რომ სატელეფონო ზარი განხორციელდა, რუკიდან ჩანს, რომ ეს არის ლენტეხის მხარეს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

„ვერტმფრენი მიფრინდა. მაშველების რაღაც ნაწილი მიიყვანა.

ზემო სვანეთიდან ისევ მიდიან მოხალისეები, ლენტეხიდან იმუშავებენ დრონებით.

არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი! (უკვე თითოეული წუთი იმდენად მნიშვნელოვანია - გვინდა დამჯდარი დრონები უცებ ჩავანაცვლოთ) 597 568 228 - დაუკავშირდით დათოს.

ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ კარგი ხალხის სიცოცხლისთვის გაწუხებთ!“, - წერს ანა წერედიანი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მესამე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა