თეგებით ძიება
26. 07. 2024 მსოფლიო

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში პირადად მონაწილეობდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა. 2016 წლიდან კობილაში საჰაერო კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური იყო.

მისი დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიმდინარე წლის 5 მარტს გასცა. კობილაში 2008 წელს, 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო და პირადად მართავდა მოიერიშე თვითმფრინავს. უკრიანაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ პასუხისმგებელი იყო მარიუპოლის დაბომბვაზე. ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთისა და სირიის ომებშიც.

"კობილაშ სერგეი ივანოვიჩი - საჰაერო ძალების მეთაური - საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი", - მითითებულია თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ვებგვერდზე, საჰაერო-კოსმოსური ძალების განყოფილებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა