თეგებით ძიება

"ჭიშკართან შემხვდნენ, ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი…“ - რას ამბობს სვანეთში დაკარგულ ბიჭებზე ადგილობრივი?

სვანეთში ორი დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. დაკარგულებთან კომუნიკაცია ბოლოს 22 ივლის შედგა, ისინი ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უღელტეხილზე ორ მამაკაცს ორშაბათს შეხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლენტეხის მიმართულებით მიდიოდნენ.

"შემხვდნენ ჭიშკართან. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი და მიპასუხეს ქვემო სვანეთში უნდა ჩავიდეთო. ორშაბათს მიდიოდნენ, მეხუთე თუ მეექვსე დღეა უკვე. არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ.”, – განაცხადა თვითმხილველმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მესამე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა