თეგებით ძიება
26. 07. 2024 მსოფლიო

უკრაინული იერიშის შედეგად ანექსირებულ ყირიმში განადგურებულია რადიოლოკაციური სადგური

26 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმზე მიიტანა იერიში.

რუსული დამოუკიდებელი მედიების ცნობით, უკრაინამ ATACMS რაკეტის გამოყენებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის დისლოკაციის ადგილას, რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა. იერიშის შედეგად დაიჭრა ორი სამხედრო პირი.

რუსეთის მტკიცებით უკრაინამ ყირიმის მიმართულებით სულ 4 ATACMS ტიპის რაკეტა გამოიყენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა