თეგებით ძიება

"დიახაც ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს" - გიორგი ვაშაძე

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს, სადაც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, საზოგადოება ორად გაყოს. ვაშაძემ რუსეთთან სავაჭრო საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება? დაპირისპირებისკენ მოწოდება? კიდევ მეტი ზიზღი? კიდევ მეტი სიძულვილი? სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ დიახაც ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს არ გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მთავარი ჩვენი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული ქართული ეკონომიკა, როგორც ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ."

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილს სჩვევია არათანმიმდევრულობა და საკუთარი რიტორიკის შეცვლა, რაც მთლიან ოპოზიციურ განწყობებს ქვეყანაში აზიანებს.

თუმცა, როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, თავად მათ პარტიას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ნაწილში რიტორიკა არ შეუცვლიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა