თეგებით ძიება

პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე: არავის უკვირს, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას

როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით არავის უკვირს, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით გარკვეული მესიჯი შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს.

მისი თქმით, მთავარია რომ სახელმწიფომ ყველა საჭირო ზომა მიიღოს ასეთი ტიპის აქტების საპრევენციოდ.

„ეს პირდაპირ გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც და ერთადერთი კორექტივი იყო ის, რომ მისი თქმით, ტყვიას არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია ისროდა, რაც გასაგებია რას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ასეთი რამ არავის არ უკვირს. მთავარია ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის. ეს სახელმწიფოს ამოცანაა და ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ასეთ გეგმებს დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი - ხედავთ ვის აქვს არასწორი ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო, რაც არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები გაღიზიანებულები არიან, თუმცა ჩვენ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ბოლომდე უნდა დავდგეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა