გამსახურდია: მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი გახარიას და მის ხროვას სახელმწიფოსთვის არ მოუტანია - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ
მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი გახარიას და მის ხროვას სახელმწიფოსთვის არ მოუტანია - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მას აინტერესებს, რატომ არიდებს გიორგი გახარია თავს 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს.
“ისევ დავუბრუნდეთ გახარიას თემას, მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი, მას და მის ხროვას სახელმწიფოზე არ მოუტანია. ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის. რატომ არიდებს თავს 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს? თქვას და გამოვიდეს, რატომ დათხარა ხალხს თვალები და რატომ დაძაბა საერთოდ სიტუაცია? შსს მაშინ, მისი და მისი ერთ-ერთი ხლისტის მიერ იმართებოდა, ყველა ბერკეტი მათ ხელში იყო, გამოვიდეს და გასცეს ხალხს პასუხი... ნაცებიც არ იკლავენ თავს გახარიას ამ ფაქტზე და სხვა თემებზე პასუხი რომ მოსთხოვონ, ნეტავ რატომ? გასაგებია ყველასათვის ყველაფერი მაგრამ, სად არიან? ნათია ლეთოდიანი, ნინო წილოსანს რომ ეკვეთა, ათასი სიბინძურე რომ აკადრა (პირველ რიგში თავის თავს აკადრა), გახარიას რატომ არ სთხოვს პასუხს, ნაომარ მამაჩემს, თვალდაკარგულ მამას, მეორე თვალზე რა უქენიო? ეს არის ორმაგი სტანდარტი და სირაქლემის პოზიცია, სხვა არაფერი, ამ კოლექტიური ნაცმოძის მხრიდან. თავიანთ აგენტურას ბოლომდე ეფარებიან და უსწორებენ კუდებს“, - წერს გამსახურდია.