POSTV: 2 თვე გავიდა ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, ამ დრომდე მოძალადე ვიტალი გუგუჩია საგამოძიებო სამსახურს არ დაუკავებია
ტელეკომპანია POSTV-ი ეხმაურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომლის თანახმად უწყებამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
„2 თვე გავიდა POSTV-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც „გირჩი მეტი თავისუფლების” წევრმა ვიტალი გუგუჩიამ POSTV-ს ჟურნალისტს ნათია ბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მოძალადე გუგუჩია საგამოძიებო სამსახურს არ დაუკავებია. „მთავარი არხის” ჟურნალისტთან ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე 2 პირი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტიდან 1 დღეში დააკავა“, - ნათქვამია POSTV-ის განცხადებაში.