თეგებით ძიება

„მაღაზიაში გვკითხეს, რა გვარები ხართო და გვითხრეს მთელი საქართველო გეძებთო, ჩვენთვისაც უხერხული იყო" - გიორგი ფარჯიანი

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის გამოკითხვა დასრულდა. მათი თქმით, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მოუხდათ მარშრუტის შეცვლა და ორი დღის ნაცვლად ოთხი დღე დასჭირდათ.

გიორგი ფარჯიანის თქმით, ტყიდან რომ გამოვიდნენ, პირველივე მაღაზიაში შევიდნენ, სადაც უთხრეს, რომ მთელი საქართველო ეძებდა.

"22-ში გვქონდა შეკრება და ჩვენი მიზანი იყო, რომ ორ დღეში გადმოვსულიყავით ქედზე, მაგრამ გაუთვალისწინებელი ამბების გამო მოგვიწია და დაგვემატა 5 დღე. დათვი შევამჩნიეთ მოშორებით და იმ დათვთან აღარ გავიარეთ და დავიწიეთ დაახლოებით 200 მეტრი. ტელეფონი სანამ მქონდა, უშუალოდ ჯგუფის წევრებთან შევძელით დაკავშირება. ერთმანეთი გავაძლიერეთ მე და გიორგიმ. მაღაზიაში გვკითხეს, რა გვარები ხართო და გვითხრეს მთელი საქართველო გეძებთო. ჩვენთვისაც უხერხული იყო", - განაცხადა გიორგი ფარჯიანმა.

გიორგი გვიშიანის თქმით, მარშრუტი რომ არ შეეცვალათ, ტერიტორიაზე ორ დღეში დაბრუნდებოდნენ.

"გაუთვალისწინებელი მომენტი იყო და იმ მომენტში რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, იმის მიხედვით გაგვიგრძელდა გზა. თავიდან როგორც ვგეგმავდით ისე რომ წავსულიყავით, ორ დღეში დავფარავდით მანძილს", - აღნიშნა გიორგი გვიშიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა