ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა - რა ვითარებაა ადგილზე?
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
„ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის"- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ხიდის დაზიანების შესახებ მერიაში ინფორმაცია და ბოლოს როდის ჩატარდა მისი აღდგენის სამუშაოები, მერიაში დეტალებს არკვევენ.