თეგებით ძიება

ჩუტყვავილას შედეგად 6 წლის გოგონას ინსულტი დაემართა: "პარალიზებული იყო. თავიდან ისწავლა სიარული და ლაპარაკი"

6 წლის გოგონამ ევი ბერიმ ჩუტყვავილა გადაიტანა. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე წლის აპრილში, დედამ უცნაური რამ შენიშნა - ქალიშვილი ლეთარგიული იყო, ცუდად რეაგირებდა და სხეულის ცალი მხარე გაეთიშა. სასწრაფოს მისვლისას სიმპტომები უკვე გამქრალი იყო და დედას უთხრეს, რომ შესაძლოა ეს ვირუსული ინფექციით ყოფილიყო გამოწვეული. ევი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც სკანირების შედეგად დადგინდა, რომ გოგონამ მინი ინსულტი გადაიტანა.

უკვე ოქტომბერში მას მეორე ინსულტი დაემართა და ამჯერად ოპერაცია გახდა საჭირო. ოპერაციის შემდეგ გოგონა დროებით პარალიზებული დარჩა და ლაპარაკის სწავლა სწავლა თავიდან მოუხდა.

მას შემდეგ 18 თვე გავიდა, ევი ბერის ინსულტი აღარ ჰქონია, მაგრამ ნევროლოგიური პრობლემებიუ დარჩა.დედას მიაჩნია, რომ ეს მდგომარეობა ინსულტითაა გამოწვეული ან დაკავშირებულია მის ხანგრძლივ მკურნალობასთან. ევი ბერის ყოველ საათში აღვიძებდნენ ანალიზის ასაღებად, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო. .

ჩუტყვავილას ვირუსს შეუძლია თავის ტვინის სისხლძარღვების დაინფიცირება.4 წლის სოფი ფულერიც ევის მდგომარეობაში აღმოჩნდა. დიაგნოზიდან რამდენიმე დღეში გოგონას გულყრა დაემართა და გადაიყვანეს საავადმყოფოში სასწრაფოდ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ინსულტი ჰქონდა, წერს The Daily Mail.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობელი თვლის, რომ ჩუტყვავილა უვნებელი ბავშვობის ინფექციაა, ამ დაავადებას შეიძლება ძალიან სერიოზული ნევროლოგიური გართულებები მოჰყვეს. ინსულტი ერთ-ერთი მათგანია" - განმარტავს Today.com-თან ინტერვიუში ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (აშშ) პროფესორ-პედიატრმა და პედიატრიული ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა თინა ტანი.

ფაქტია, რომ ჩუტყვავილას გამომწვევი ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი თავს ესხმის თავის ტვინის დიდ სისხლძარღვებს და მათში ანთებას იწვევს. ჩნდება ნაწიბურები, სისხლძარღვი ვიწროვდება და ამან შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გართულების ყველაზე დიდი რისკი გრძელდება ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით დაინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ჩუტყვავილასთან დაკავშირებულ ბავშვთა ინსულტის კიდევ ერთი შემთხვევა 11 თვის ბიჭუნას მაგალითი იყო, რომელსაც ჩუტყვავილა და-ძმისგან გადაედო.

რაც შეეხება სოფი ფულერს, გოგონამ ორი თვე საავადმყოფოში გაატარა. სოფიმ თავიდან ისწავლა სიარული და ლაპარაკი, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდად ხმარობს მარჯვენა ხელს და კოჭლობს, შედარებით დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის გოგონას ეტლი სჭირდება.

MRI სკანირებამ აჩვენა, რომ ახლა, მისი ინსულტიდან ოთხ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, სოფის თავის ტვინში სისხლძარღვები კვლავ შევიწროვებულია და კიდევ ერთი ინსულტის რისკი მაღალია. გოგონა დღეში ორჯერ სისხლის გამათხელებელ წამლებს იღებს.

თარგმანი: მშობლები. გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა