ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას პროპაგანდა ვერ გაზრდის - ვახტანგ ძაბირაძე
ვერანაირი პროპაგანდა ხელისუფლებას ვერ უშველის, მის ელექტორატს ვერ გაზრდის. მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ მოიმატებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ შეიძლება გააკეთოს ისე, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აგრესიული და შემტევი საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს. ტყუილ-მართალი ყოველთვის არეული იყო ერთმანეთში და ახლაც არეულია. ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ დღეს ხელისუფლებას ვინც ემხრობა, ეს კასტაა. რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ რაიმე შედეგი გამოიღოს და ელექტორალური ბაზა რამდენად გაიზრდება? არა მგონია, რომ ამან შეიძლება უშველოს ხელისუფლებას. დღეს ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ჯერჯერობით, რა რეალობაც გვაქვს, ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას პროპაგანდა ვერ გაზრდის. შესაძლოა იყო მეორე ვარიანტი, რომ პროპაგანდამ იმუშაოს იმაზე, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი კი მივა არჩევნებზე, მაგრამ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს. ამ მიმართულებით შეიძლება იმუშაოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლების ელექტორალური ბაზა გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.