რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის მშენებარე მონაკვეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.