ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო
ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო. ფესტივალში მსოფლიოს წამყვანი ჯაზშემსრულებლები მონაწილეობენ.
მე-17 ჯაზფესტივალს ტრადიციულად ბათუმის კორტები მასპინძლობს. სამდღიანი ფესტივალი 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის ფილიპ ლასიტერის კონცერტით გაიხსნა. ორი საათის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები მოესმინა. დღეს სცენა ვირტუოზ შვეიცარიელ დრამერ ჯოჯო მაიერს დაეთმობა.