წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
„ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენდა ამგვარი სამუშაოების ჩატარება და ვაკის რაიონის გამგეობა უკვე ახორციელებს სამუშაოებს. ზოგადად, როგორც საგზაო, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.