თეგებით ძიება
27. 07. 2024 მსოფლიო

ორბანი: უკრაინა ნატოს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთში ახალგაზრდულ ბანაკში გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ვერ გახდება.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთს წარმატებით და უპრეცედენტო ძალით წინააღმდეგობას უწევს. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, უკრაინამ შეძლო საკუთარი მოწოდებისა და არსებობისთვის ახალი მნიშვნელობის პოვნა, რადგან აქამდე მათ ჰქონდათ უმწეობის განცდა და საკუთარ თავებს შეჯახების ადგილად აღიქვამდნენ.

„ახლა გაჩნდა პერსპექტივა დასავლეთს ეკუთვნოდნენ, ეს გახდა ახალი მისია, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეს, მათ სურთ დასავლეთისთვის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი გახდნენ“, – განაცხადა ორბანმა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, იმიტომ რომ „ჩვენ, ევროპელებს საამისოდ ფული არ გვეყოფა“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს როლს დაიბრუნებს, აშშ-სა და რუსეთის მხრიდან გარანტიებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა