თეგებით ძიება

კაცხის სვეტზე საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა იგეგმება

კაცხის სვეტზე საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა იგეგმება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. მათიივე ცნობით, წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, თუმცა ამ დრომდე ინტერესი არც ერთ კომპანიას არ გამოუხატავს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 68 788 ლარია. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წელს საფეხმავლო ბილიკების შემდეგ ლოკაციებზე უნდა მოინიშნოს:

კაცხის სვეტის პანორამული წრიული ბილიკი;

ჩქვალერი - ინწრას ჩანჩქერი;

ჩოლიანი-კლდეკარი-რკონი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონიშნულ საფეხმავლო ბილიკებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი რუკები უნდა განათავსოს, დატანილი უნდა იყოს მარშრუტები და უნდა მოამზადო საინფორმაციო დაფები.

რაც შეეხება ვადებს, აღნიშნული სამუშაოების ჩაბარება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარულ დღეში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა