თეგებით ძიება

ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა - ანა წითლიძე

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ აქვს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირებისა და პროპაგანდის გარდა, მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

„ხელისუფლებას მმართველობიდან 12 წლის განმავლობაში არაფერი სათქმელი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს დავასრულებთ და ამ ქვეყანას დავუბრუნებთ განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა წითლიძემ.

მან ზუგდიდში გამართული შეხვედრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც 26 ოქტომბერს სამეგრელოში გაიმარჯვებს და გამარჯვების ოქმს ზუგდიდიდან თბილისში ჩამოიტანს“.

„ბოლო არჩევნებისგან განსხვავებით, ჩვენი ამომრჩევლების რიცხვი კიდევ უფრო მეტად არის ზუგდიდში და სრულიად სამეგრელოში გაზრდილი. ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს ბედი, იქნება ევროპული ინტეგრაციის, ეკონომიკურად განვითარებული ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, თუ იქნება რუსული რეჟიმის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი და სამეგრელო იქნება ის, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა და გაიმარჯვებს“,- განაცხადა წითლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა