თეგებით ძიება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ საქართველო „გაარუსონ“ - სოფო ჯაფარიძე

26 ოქტომბერს გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ საქართველო „გაარუსონ“.

„ჩვენი ტურნე გრძელდება, ახლა ჩემთვის ძალიან საყვარელ სამეგრელოში ვიმყოფები, სადაც ხედავთ, რა განწყობაა ხალხში, ხედავთ, როგორ გვხვდებიან, ხედავთ, როგორი ერთიანობის მუხტია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ერთიანობითა და ერთსულოვნებით, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. შემოვივლით მთელ საქართველოს, შევხვდებით ყველას, ავუხსნით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს. ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაარუსონ. აუცილებლად, ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ასეთი ერთსულოვნებით, ერთიანობის სულისკვეთებით გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა