მოსკოვი მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში - პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. პუტინის თქმით, თუ აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს განალაგებს, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე „ცალმხრივ მორატორიუმზე“ იტყვის უარს.
„ასეთი რაკეტების, რომლებიც მომავალში შესაძლოა, აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინით, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ ფრენის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება.
აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას. მოსკოვი მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“, განაცხადა პუტინმა.