ილია თოფურია მეორე შვილის მამა გახდა
UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას და მის მეუღლეს ჯორჯინა უზკატეგუის შვილი შეეძინათ. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია.
სასიამოვნო სიახლის შესახებ თოფურია "ინსტაგრამზე" წერს და ახალშობილის პირველ ფოტოსაც უზიარებს გულშემატკივარს.
"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს. მადლობა, ღმერთო", - წერს ილია.