ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი დაემსგავსა ფაქტობრივად „გეი პარადს“ ანუ ლგბტ პროპაგანდისტების ფესტივალს - დეკანოზი დავით რუხაძე
დეკანოზი დავით რუხაძე პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ეხმიანება და აცხადებს, რომ პირდაპირ იყო წახალისებული გაუკუღმართებული ურთიერთობები და ეს ყველაფერი ჰგავდა ლგბტ პროპაგანდისტების ფესტივალს.
„ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი დაემსგავსა ფაქტობრივად „გეი პარადს“ ანუ ლგბტ პროპაგანდისტების ფესტივალს, მე ამაში ეს დავინახე. აქ იყო პირდაპირ წახალისებული გაუკუღმართებული ურთიერთობები და ე.წ. ტრანსჰუმანისტური პროექტი, ანუ ახალი ადამიანის შექმნა, რომელიც იქნება, არა ისეთი როგორიც ღმერთმა შექმნა ბუნებით, არამედ გაუკუღმართებული შინაგანი სამყაროთი.
როდესაც შეურაცხყოფენ ღმერთს, შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, შეურაცხყოფენ ტრადიციებს და ტრადიციულ ურთიერთობებს, ამაზე ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ მკვეთრი პოზიცია, ხმა ავიმაღლოთ და ამის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ.“ – განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.