თეგებით ძიება

რავა ყველაფერზე ბნელებს და უტვინოებს ეძახით ერთმანეთს, ნუ წაიღეთ ტვინი საკუთარი ქვეყნის და ადამიანების უმოწყალო დამცირებით - ანა მიქაძე- ჩიკვაიძე

ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დიდი   ბოდიშის მოხდით... 

რა გახდა  ეს თვითგვემა  ხალხო რააა. 

რავა  ყველაფერზე   ბნელებს და  უტვინოებს ეძახით ერთმანეთს... 

????

ჩვეულბრივი ხალხი ვართ, არც  სხვაზე უკეთესი დ არც სხვაზე უარესი.

კარგი ბუნებით,  ტყეებით,

მდინარეებით,  მწვერვალებით.

კარგი სამზარეულოთი  (უკარგესი)  და  უამრავი სანახაობით.   

ვღერით,

ვცეკვავთ, 

სპორტში  აგერ, მშვენიერი  წარმატებებიც   ვიხილეთ.

გასაგებია, რომ დედა  ევროპა არის კარგი.

რომ არა ევროპა, ის ფეხბურთი რაც  ვნახეთ, რაც გინახავთ, ვეღარ  ნახავთ-იქნებოდა.

გასგებია, რომ დასავლეთი  ასევე გადასარევია

ბევრ  რამეში, მაგრამ

ნუ წაიღეთ  ტვინი ამ    საკუთარი ქვეყნის და ადამიანების  უმოწყალო დამცირებით.

ხვალ    ამერიკელი ანთროპოლოგების  4  სულიანი ოჯახი ჩამოდის

 და უნდა  წავიყვანო და  ვაჩვენო როგორ კეთდება ტენილი

დამბალხაჭო და  ხაჭაპური.

 რამდენი უნდა იფრინოს ადამიანმა ამის სანახავად, საკვლევად.

რატომ მიაჩნია  მკვლევართა ამ ჯგუფს  რომ    საინტერესო   ერი  ვართ??

 ნუ შობითა ამ გვემას  - უტვინო და ბნელი  ყველას   ყავს  პროცენტულად.

ეგ  მინდოდა მეთქვა,. 

 ამას შეხედეთ,  სურნელიც კი გადმოდის  ფოტოდან.

პს   გადახედეთ აშშ და  ევროპულ  მედიას,  აღშფოთებული და ბნელი  მსფლიო -  ნწ ნწნწნ - წერს ანა მი9ქაძე ჩიკვაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა