პარიზის ოლიმპიურ სოფელში მწვრთნელი გარდაიცვალა
პარიზის ოლიმპიურ სოფელში, სამოელი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოურ წყარობზე დაყრდნობით რუსთავი 2-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ლიონელ ელიკა ფატუპაიტო 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე, გულის გაჩერებით გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციის ინფორმაციით, მწვრთნელი პარასკევს, "ბუნებრივი მიზეზით" გარდაიცვალა.
"ლიონელის თავდადებამ და სპორტისადმი გატაცებამ, წარუშლელი კვალი დატოვა კრივის ისტორიაში", - ნათქვამია კრივის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებაში.