თეგებით ძიება

პროკურატურამ საჩხერეში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული 27 ივლისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა