თეგებით ძიება

ადიგენში სახლის კედლის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ ერთი პირი. გამოცემის ცნობით, დაღუპულები 50 წლამდე კაცები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილები დახვდნენ.

„ორივე ახალციხეში ცხოვრობს, ერთ–ერთ მათგანს სახლი სოფელ უდეში აქვს და იქ იმყოფებოდნენ. აივანზე მიშენებულ სამზარეულოში რაღაცას აკეთებდნენ, ამ დროს კედელი ჩამოიშალა და შიგ მოყვნენ“,– ამბობენ უდეში მცხოვრებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა