თეგებით ძიება
29. 07. 2024 მსოფლიო

ანტალიაში, სასტუმროს მეხი დაეცა

ანტალიაში, სასტუმროს ბაღს მეხი დაეცა რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. სასტუმროში მეხის გავარდნის მომენტი ტელეფონის ვიდეო კამერამ დააფიქსირა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ანტალიაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, ქალაქის პარალიზება მოახდინა. წვიმის შედეგად დაიტბორა გზები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანტალიის მოქალაქეები სტიქიისთვის მზად არ იყვნენ, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა