თეგებით ძიება
29. 07. 2024 მსოფლიო

დონეცკის მიმართულებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა დაარტყეს ხერსონს. შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, 3 ბავშვია.

იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. შედეგად, 8 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორი ბავშვია. კიევის მთავარ მოედანზე ოლენოვკაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაიხსენეს. დონეცკის ოლქში, 2022 წლის 29 ივლისს, რუსეთმა შენობა ააფეთქა, სადაც ტყვეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 53 ადამიანი, 75 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის მიმართულებითაა.

"დონეცკის მიმართულებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა. ამ კვირების განმავლობაში, რუსეთმა ყველაზე მეტი თავდასხმა პოკროვსკის საბრძოლო მიმართულებით განახორციელა. ყველა, ვინც ამ რუსულ დარტყმებს საკუთარი ძალით აჩერებს და რუსეთის პოტენციალს ანადგურებს, ამ ომში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს. დღეს უკრაინაში, რუსი მხეცების მიერ, ოლენივკაში მოკლულ ჩვენს ხალხს ვიხსენებთ. ამ ომში რუსეთის ეს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულია. მტერმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ეს აუცილებლად მოხდება. არ არსებობს ისეთი სცენარი, როდესაც მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა